პროექტის თემა:ალკოჰოლი და მისი მოქმედება ადამიანის
ჯანმრთელობაზე
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გამოიკვლევენ თუ ალკოჰოლი და, საერთოდ, სპირტიანი სასმელები როგორ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას.
პროექტის სრული აღწერა: ალკოჰოლის და მისი ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედების შესასწავლად მოსწავლეები:
1.შეხვდებიან ექიმს, ბიოლოგიის მასწავლებელს, მოძღვარს, სამართალდამცავ პირს. მოიპოვებენ ინფორმაციას ამ საშინელი შხამის დამანგრეველი მოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
2.მოიძიებენ შესაბამის მასალას ინტერნეტის საშუალებით.
3.შეისწავლიან თუ რა დარღვევებს იწვევს ალკოჰოლი ცალკეული ორგანოების და ორგანოთა სისტემების აგებულებასა და მუშაობაში.
4. შეისწავლიან, რომ ალკოჰოლი არა მარტო ვნებს ჯანმრთელობას, არამედ დიდ ზიანს აყენებს მის შრომით საქმიანობას, ყოფა–ცხოვრებას, კეთილდღეობას, ბავშვების
აღზრდა_განვითარებას.
მონაწილეთა ასაკი:15_16 წელი
ვადა/ხანგრძლივობა:1_2 თვე
მოსალოდნელი შედეგები:1. მოსწავლეები გაითავისებენ ალკოჰოლის უარყოფით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და შეეცდებიან რაც შეიძლება მინიმუმამდე
დაიყვანონ მისი მოხმარება მომავალში.
2გამოუმუშავდებათ კვლევა_ძიების, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის და მისი თვალსაჩინოდ წარმოდგენის
სასარგებლო სხვებისთვის: ინფორმირდებიან ალკოჰოლური
სასმელების უარყოფითი მოქმედების შესახებ ადამიანსა და
მთელ მის ჯანმრთელობაზე.აგრეთვე იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი უბოროტესი მტერია არა მარტო მისი მომხმარებლის, არამედ ოჯახის ყველაზე დიდი ბედნიერების
_ჩვენი მომავალი თაობის_ბავშვების, რადგან ეს შხამი ჩანასახშივე სწამლავს მომავალ ადამიანს.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან კავშირი:ბიოლოგია, მათემატიკა.
ფასილიტატორი მასწავლებელი: ნელი ყაჭეიშვილი